ლეო მესის საუკუნის ქორწილი – დეტალები და ფოტოები

ლეო მესის საუკუნის ქორწილი - დეტალები და ფოტოებიგუშინ, 30 ივნისს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ მეგობარი გოგონა და მისი 2 შვილის დედა, ანტონელა როკუცო, ცოლად მოიყვანა.

ეს მოვლენა არგენტინულმა პრესამ საუკუნის ქორწილად მონათლა.

ლეომ და ანტონელამ ერთმანეთი კერ კიდევ ბავშვობაში გაიცნეს, 7 წლის წინ კი ერთად ცხოვრება დაიწყეს. 5 წლის წინ მათ პირველი შვილი გაუჩნდათ, შემდეგ – მეორე.

ლეო მესის საუკუნის ქორწილი - დეტალები და ფოტოებიქორწილის გადახდა ლეომ და ანტონელამ არგენტინაში, მშობლიურ როსარიოში გადაწყვიტეს. ცერემონია ქალაქის სასტუმრო კომპლექსსა და კაზინო ”სიტი სენტერში” მოხდა.

ქორწილში წყვილმა  200-ზე მეტი სტუმარი დაპატიჟა. მათ შორის ბარსელონას ყველა ფეხბურთელი მეუღლეებით, ასევე სხვა ცნობილი ადამიანები.

არგენტინული მედიის ცნობით, მესის ქორწილის მოსაწვევი არ მიუღიათ დიეგო მარადონასა და პეპ გვარდიოლას.

ქორწილის უსაფრთხოებას ასობით პოლიციელი იცავდა.

ლეო მესის საუკუნის ქორწილი - დეტალები და ფოტოებილეომ მედიისთვის სპეციალური აკრედიტაცია მოაწყო – დაახლოებით 150 ჟურნალისტს სასტუმროში მოწყობილ პრეს-ცენტრში, დიდ ეკრანზე, შეეძლო, თვალყური ედევნებინა საქორწინო ცერემონიისთვის.

ცერემონიის შემდეგ ლეო და ანტონელა ფოტოგრაფებთან გავიდნენ, რომლებმაც წყვილს რამდენიმე ფოტო გადაუღეს.