ტაილანდი: პოლიცია მოჩვენების წინააღმდეგ

ტაილანდის პროვინცია ამნატჩარენში პოლიცია შეუდგა იმ სოფლის პატრულირებას, რომლის მაცხოვრებლები ხორცის მჭამელმა მოჩვენებამ დააშინა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს ასეთი ღონისძიებისთვის მას შემდეგ მიემართათ, როდესაც სოფლის უხუცესებისგან მიიღეს წერილი.
– ადგილობრივები მართლაც შეშინებულები არიან, – განმარტა პატხუმ რატჩავონგსის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა ადულ ჩაიპრასიტიკულმა.
წერილში ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სოფელს უკვე რამდენიმე თვეა, ატერორებს ქალის სახის მქონე ბოროტი სული, რომელიც ადამიანებისა და ცხოველების სხეულში აღწევს და მათ შიგნეულს ჭამს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი წყალობით მოკვდა ოთხი ძროხა და პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაავადდა.
– მოქალაქეების გასამხნევებლად, პანიკის თავიდან ასაცილებლად და მათთვის საკუთარი რწმენის განმტკიცებისთვის, ვთხოვთ პატხუმ რატჩავონგსის ოლქის პოლიციას, მოახდინოს რაიონის პატრულირება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ნათქვამია მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018