უოლტ დისნეიში დონალდ ტრამპის მოლაპარაკე ფიგურა დაიდგმება

გასართობ პარკში, უოლტ დისნეი უორლდში, რომელიც ამერიკის ფლორიდის შტატში მდებარეობს, დაიდგმება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მექანიკური მოლაპარაკე ფიგურა. დისნეი პარკის დირექტორმა ტომას სმიტმა ამის თაობაზე კომპანიის ოფიციალურ ბლოგში გამოაცხადა.
რობოტი აშშ-ს სხვა პრეზიდენტების ფიგურებს “პრეზიდენტების დარბაზში” შეუერთდება. ტრამპი პირადად ჩაწერს სიტყვას, რომელსაც შემდეგ მანქანა წარმოსთქვამს.
– ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამჟამინდელ თეთრ სახლთან, ისევე როგორც ვთანამშრომლობდით ადრინდელ ადმინისტრაციებთან, – დაწერა სმიტმა. საკუტარი მექანიკური ორეულები ასევე გახმოვანებული ჰყავთ ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ-უმცროსს და ბარაკ ობამას.
“პრეზიდენტების დარბაზი” 1971 წელს გაიხსნა. მასში განთავსებულია აშშ-ს ყველა პრეზიდენტის დაწყებული ჯორჯ ვაშინგტონიდან დამთავრებული რიჩარდ ნიქსონით, მექანიკური ფიგურები. სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, ექსპოზიციას ახალი ექსპონატი ემატება. ამჟამად რეკონსტრუქციის გამო ატრაკციონი დაკეტილია. სავარაუდოდ, ის მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაიხსნება.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018