ჩარლი გარდის მშობლები: ”ვწუხვართ, რომ ვერ შევძელით შენი გადარჩენა… ტკბილად იძინე, ჩვენო ბიჭო, გვიყვარხარ”

11 თვის ჩარლი გარდის მშობლებმა დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში დავა, რომელიც განუკურნებელი ბავშვის შტატებში გამგზავრებასა და ექსპერიმენტულ მკურნალობას შეეხებოდა, დაასრულეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბავშვის მშობლების ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს პროცესებით ბავშვის “დრო დაიკარგა”. ჩარლის მამამ და დედამ, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთეს.

ქრის გარდის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ “ტკბილი, ლამაზი და უცოდველი ბიჭი პირველ დაბადების დღეს ვერ შეხვდება”.

– ჩვენ გვიწევს, რომ დავთმოთ ჩვენი პატარა ბიჭის სიცოცხლე. გვიწევს, რომ გავუშვათ. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი მიგვიღია, – თქვა ჩარლის დედამ კონი იეთსმა.

ჩარლი გარდის მშობლების თქმით, ეს გადაწყვეტილება ამერიკელ ექიმებზე დაყრდნობით მიიღეს, რომლებმაც მათ უხრეს, რომ ბავშვისთვის ნუკლეოზიდის თერაპია უკვე დაგვიანებულია.

– ჩვენ მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა გვინდოდა, – ამბობს ჩარლის მამა, – ვწუხვართ, რომ ვერ შევძელით შენი გადარჩენა. ტკბილად იძინე, ჩვენო ბიჭო, გვიყვარხარ, – ამბობს ის.

ჩარლი გარდი 2016 წლის 4 აგვისტოს, თანდაყოლილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა. მას დნმ-ის მიტოქონდრიული წარმონაქმნის სინდრომი აქვს, რომლის მხოლოდ 16 შემთხვევაა დაფიქსირებული. მას არ ესმის, ვერ ხედავს, არ შეუძლია არც ტირილი და არც ყლაპვის ფუნქცია აქვს განვითარებული.

ბრიტანელი ექიმების თქმით, ბავშვის მკურნალობა შეუძლებელია და მიიჩნევენ, რომ მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვა აუცილებელია. ამერიკელი ექიმები ჩარლის მშობლებს ექსპერიმენტულ მკურნალობას სთავაზობდნენ, თუმცა ბავშვის შტატებში გამგაზავრებას მისი მკურნალი ექიმები ეწინააღმდეგებოდნენ. ბრიტანულმა კლინიკამ სასამართლოს მიმართა, რათა ბავშვის ბედი მას გადაეწყვიტა. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩარლის დაგეგმილი მკურნალობა სერიოზულ ტკივილებს მიაყენებდა.

imedinews.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018