ალექსანდრე ქანთარია: „პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა – ნახავენ მოსკოვს და ჩამოვლენ

ალექსანდრე ქანთარია: „პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა -  ნახავენ მოსკოვს და ჩამოვლენ„პატრიოტთა ალიანსმა“ თავად გადაწყვიტა რუსეთში წასვლა – ალბათ, ნახავენ მოსკოვს, რამდენი ხანია არ უნახავთ, დაათვალიერებენ და ჩამოვლენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ მცდელობა აქვს გაარღვიოს ჩაკეტილი წრე, მაგრამ „ისინი მოსკოვიდან ვერაფერს წამოიღებენ, რადგან არ არიან სახელისუფლებო გუნდის წევრები“.
– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა ისინი რაღაც დავალებებს მიიღებენ, რაღაც შეთქმულებებში ჩაერთვებიან და უნდა ვეძახოთ, „მოღალატეებო, როგორ გაბედეთ, რატომ წახვედით!“… მათ ეს სცადეს, ალბათ, უნდათ რაღაც წრე გაარღვიონ, მაგრამ მხოლოდ ერთი პარტია ამას ვერ შეძლებს. მახსოვს, ადრეც იყვნენ საქართველოდან ჩასულები, მაგრამ უშედეგოდ, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.