ბიჭვინთაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 3 ადამიანი

ბიჭვინთაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 3 ადამიანიოკუპირებულ აფხაზეთში მცირემოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ დეფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმფრინავი ბიჭვინთაში ჩამოვარდა.

– ცნობილია, რომ დაღუპულია სამი ადამიანი. მომხდარის დეტალები დგინდება, – აღნიშნეს პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, ადგილზე გასულები არიან მაშველები. რაიონის მილიციაში დაღუპლთა შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

ინტერპრესნიუსი