გიორგი მაკარიძე შესაძლოა დეპორტივოს მეკარე გახდეს

გიორგი მაკარიძე შესაძლოა დეპორტივოს მეკარე გახდესსაქართველოს ნაკრების და პორტუგალიური მორიერენსეს მეკარე გიორგი მაკარიძე, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის გუნდ დეპორტივოში გადავიდეს სათამაშოდ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დეპორტივო სერიოზულად არის დაინტერესებული ამ ტრანსფერით და უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებიც დაიწყება, როგორც გუნდთან, ასევე ფეხბურთელთან.

მაკარიძემ გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, რის გამოც მან პორტუგალიური გრანდის ბენფიკას ყურადღებაც დაიმსახურა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა.