გიორგი სანაიას მკვლელობიდან 16 წელი გავიდა

ვახო სანაია: “ეს საქმე არის პოლიტიკური მკვლელობა, გამოძიებამ ვერ თქვა თავისი სიტყვა”
გიორგი სანაიას მკვლელობიდან 16 წელი გავიდა„რუსთავი2“-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან 16 წელი გავიდა, ჟურნალისტის ოჯახი მომხდარს პოლიტიკურ მკვლელობად აფასებს და აცხადებს,  რომ გამოძიებამ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ თქვა თავისი სიტყვა. გიორგი სანაიას ძმის, ვახო სანაიას თქმით, ისინი სიმართლის დასადგენად ბრძოლას აგრძელებენ

– 16 წელი გავიდა ამ პოლიტიკური მკვლელობიდან და გამოძიებამ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ თქვა თავისი სიტყვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს საქმე არის გამოუძიებელი, ეს საქმე არის პოლიტიკური მკვლელობა და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ, ვიდრე ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას. – განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, გიორგი სანაია მოკლული საკუთარ ბინაში 2001 წლის 26 ივლისს იპოვეს. მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი 4 წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.