ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაზე ისაუბრა

ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაზე ისაუბრაბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ბარსელონამ 1:0 მოიგო. ვალვერდეს აზრით ბარსელონა მატჩის სადავეებს აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მხოლოდ ამხანაგური იყო.

” მანჩესტერი ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელსაც ბევრი კლუბის დამარცხება შეუძლია. ჩვენ გვიხარია, რომ ეს შეხვედრა მოვიგეთ და ვფიქრობ ეს შედეგი სამართლიანია. ბარსელონას მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”– განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

შემდეგ შეხვედრას ბარსელონა 30 ივლისს მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.