ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციაში პრეზიდენტი შეიცვალა

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციაში პრეზიდენტი შეიცვალაესპანეთის საფეხბურთო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მისი სახელი ხუან ლუის ლარეაა, რომელმაც ამ პოსტზე ანხელ მარია ვილიარი შეცვალა. ვილიარი რამდენიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რის გამოც მას პრეზიდენტის თანამდებობა ესპანეთის სპორტის სამინისტრომ დაატოვებინა.

ამასთან ერთად ვილიარმა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ამ ხნის მანძილზე ვერ შეძლებს ფეხბურთში დაბრუნებას. რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ლარეა დიდი ხნის მანძილზე ესპანეთის ნაკრების დელეგატი იყო  და საფეხბურთო სისტემაში მას მდიდარი გამოცდილება აქვს.