თორნიკე აბულაძე: “ძველ თბილისში ეკონომიკა უნდა შევუშვათ”

თორნიკე აბულაძე: "ძველ თბილისში ეკონომიკა უნდა შევუშვათ"სამშენებლო კომპანია “არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ავარიული სახლების პრობლემა დედაქალაქის გარეუბნებში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ძველ თბილისში. ამის შესახებ აბულაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.
– ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ის თექვსმეტსართულიანი ავარიული სახლები, რომლებიც თუნდაც ვარკეთილსა და ვაზისუბანშია. იმის გამო, რომ ეს ფუნდამენტურად მაღალი სახლებია, მათი ჩამოშლა ძალიან მასობრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს, – განაცხადა აბულაძემ.
რაც შეეხება ძველი თბილისის განვითარებას, დეველოპერის აზრით, აქ ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებაა საჭირო, ვიდრე ავარიული სახლების ჩანაცვლება.
– არ მგონია, რომ აპელირება უნდა გავაკეთოთ ავარიულობაზე. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ძველი თბილისი, ძველ თბილისში ჩვენ უნდა შევუშვათ ეკონომიკა – სასტუმროები, მწვანე არეალების მოწყობა და ა.შ. ეს სტრატეგიული საკითხია და როგორც ვიცი, თბილისის განვითარების ფონდი ამაზე მუშაობს. ძალიან ფაქიზად უნდა მივუდგეთ ძველ თბილისს. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა აბულაძემ.
ბიზნესმედია