ივნისში ლარში გაცემული სესხები 285.8 მილიონით გაიზარდა

ივნისში ლარში გაცემული სესხები 285.8 მილიონით გაიზარდაეროვნული ბანკი გასული თვის მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 16.9 მილიონი ლარით, 440.0 მილიონ ლარამდე შემცირდა. ვადაგადაცილებული სესხების 42% ეროვნულ ვალუტაშია გაცემული.

დოლარიზაციის მაჩვენებელი 1%-ით არის შემცირებული.

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 3.8%-ით, 285.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.91 მილიარდი ლარი შეადგინა.

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 0.3 %-ით, 14.0 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.70 მილიარდი დოლარი შეადგინა.