კოუტინიო 150 მილიონი ევრო ღირს

კოუტინიო 150 მილიონი ევრო ღირსკოუტინიოს სატრანფერო ფასი 150 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ პრესაში გავრცელდა. ბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ბარსელონას სურს კოუტინიოს ყიდვა, მაგრამ ლივერპული უარზეა და 150 მილიონზე ნაკლებად თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

თავიდან ლივერპული 80 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ მათ კოუტინიოს დაკარგვის რეალური საფრთხე იგრძნეს და ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი გააორმაგეს. კოუტინიო არ არის წინააღმდეგი ბარსელონაში გადასვლის, მაგრამ ლივერპული სავარაუდოდ მას არ დათმობს, რადგან კოუტინიო ლივერპულის ლიდერია.