კრიშტიანო რონალდუს სასამართლო პროცესი გაიმართა

კრიშტიანო რონალდუს სასამართლო პროცესი გაიმართარეალის პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდუს სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ რონალდუს ბრალი გადასახადების გადაუხდელობაში ედება.

კრიშტიანომ პროცესზე განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და რომ არა მისი იმიჯი, ის საერთოდ არ მივიდოდა სასამართლოში. ” კანონის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის და არაფრის მეშინია. ამ პროცესზე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ კრიშტიანო რონალდო ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი– განაცხადა რონალდუმ.

პროკურატურა რონალდუს 14 მილიონ ევროს ედავება, რომელიც მან 2011-14 წლებში არ გადაიხადა.