ლევან ხაბეიშვილმა ვაშაძის პარტია დატოვა

ლევან ხაბეიშვილმა ვაშაძის პარტია დატოვაარასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის” დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ამ დრომდე ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო გიორგი ვაშაძის პარტია დატოვა.
ხაბეიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას სხვაგან გააგრძელებს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ გუნდში გადავა.
როგორც თავად ამბობს, ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

დაუჭერს თუ არა მხარს ის ზაალ უდუმაშვილს ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.