მიხეილ ცაგარელმა ია ნინიძე დათარსული ბინიდან გააგდო – სასიკვდილო ზონები სახლებში

მიხეილ ცაგარელმა ია ნინიძე დათარსული ბინიდან გააგდო - სასიკვდილო ზონები სახლებშიასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ჟურნალ “სარკის” მკითხველებს აფრთხილებს, თუ როგორი საშიშია სახლში ენერგეტიკულად დაბინძურებული ადგილები და საინტერესო ისტორიებს ყვება:
– ჩვენმა არქიტექტორებმა არ იციან, როგორი დანაშაულია სახლის არასწორად აშენება და ოთახების არასწორად განლაგება. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფულობა, ჯანმრთელობის გაუარესება. მაგალითად, საწოლის არასწორად დადგმამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა. ახალდაქორწინებულები თუ გეოპათოგენურ ზონაში მოხვდებიან, შვილი არ ეყოლებათ, რადგან იქ უარყოფითი ენერგია ტრიალებს, – ამბობს ასტოროლოგი.
ის ინტერვიუში ასევე საუბრობს ცნობილ მსახიობ ია ნინიძეზე, რომელმაც მისი რჩევით სახლი დატოვა.
– ია ნინიძის სახლის მდებარეობდა ვაკის მიდამოებში, სასაფლაოსთან ახლოს. ია იმ სახლიდან რომ არ წასულიყო, მოკვდებოდა. იქ ყველა მოსახლეს ან ვიღაც გარდაეცვალა, ან ავად გახდა, სულ პრობლემებია, ჩხუბია. ამბობდა, დათარსული სახლიაო.
იას მეუღლე გარდაეცვალა. როცა მივედი და ენერგეტიკა გავზომე, რაღაცები ვნახე, მაშინ ვუთხარი, ამ სახლს სასწრაფოდ უნდა მოშორდე-მეთქი. მითხრა, მეგობრები მოსკოვში მეპატიჟებიან, მაგრამ ფეხს ვითრევო. ეს იყო 15 წლის წინ. ია ფაქტობრივად რუსეთში მე გავაგდე.
იას ძალიან უჭირდა. მის სახლში რომ შევდიოდი, მეწყებოდა თავის ტკივილი. ამ დროს მას ყველაფერი გემოვნებით, კომფორტულად ჰქონდა მოწყობილი. არ უშველა იმ კომფორტმა, რადგან სახლი იდგა გეოპათოგენურ ზონაში არასწორი წყობით.
არქიტექტორებს ვურჩევ, გაითვალისწინონ ფენ შუი. უწინ სახლი რომ შენდებოდა, ჩვენს წინაპრებს პირველად ძაღლი რატომ შეჰყავდათ? ამით იგებდა პატრონი, სად იყო დადებთი ზონა. ძაღლი სადაც დაწვებოდა, სწორედ იქ დგამდა საწოლს ან სავარძელს. ძაღლი უარყოფით ზონაში არ დაწვება. აი, ეს იყო ჩვენი ქართული, კავკასიური ფენ შუი.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”