ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში გავიდანიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში არგენტინელი კარლოს ბერლოკი დაამარცხა და შედარებით რთული მხოლოდ მეორე სეტი გამოდგა, სადაც ბასილაშვილმა ტაი ბრეიკზე იმძლავრა.

2015 წელს ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა და მას ამის გაკეთების შანსი ისევ აქვს. მეორე წრეში ნიკას მეტოქე ამერიკელი სემ ქუერი იქნება, რომელმაც შარშან იუმბლდონზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.

ამერიკელი ჩოგბურთელი ბასილაშვილთან შეხვედრაში ფავორიტია, თუმცა შანსი ნიკასაც აქვს. შეხვედრა ოთხსაბათს გაიმართება.