ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს გამოეთიშაქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იუმბლდონის მეორე წრეში ამერიკე სემ ქუერისთან დამარცხდა ანგარიშით 4:6, 6:3, 3:6, 3:6. შეხვედრა არცთუ სანახაობრივი გამოდგა და ყველა სეტი თითო ბრეიქმა გადაწყვიტა.

ქუერიმ სამჯერ მოახერხა ბასილაშვილის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება, ხოლო ნიკამ კი ეს მხოლოდ ერთხელ შეძლო. ამ წაგების მიუხედავად ბასილაშვილმა რეიტინგში ორი პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად ის მსოფლიოს 49-ე ჩოგანია.