ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრავმა სერიოზული გამოდგა

ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრავმა სერიოზული გამოდგასერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ თამაში შეეწყვიტა და შესაბამისად უიმბლდონს დამშვიდობებოდა. ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მას დიდი ხანია იდაყვის აწუხებს და ამჯერად ეს ტრავმა სერიოზულია.

უფრო მეტიც ნოვაკმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა 6 თვე გამოტოვოს, რადგან ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარდეს და მომავალში ტრავმებმა ის აღარ შეაწუხონ. ჯოკოვიჩი ამჟამად მსოფლიოს მე-5 ჩოგანია და თუ ის 6 თვეს გამოტოვებს,  სავარაუდოდ ნოვაკი ათეულსაც დაემშვიდობება.