რუსთავი 2-ში ხანძარი ლოკალიზებულია

რუსთავი 2-ში ხანძარი ლოკალიზებულიარუსთავი2-ში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, თეა პერტაიას განცხადებით ადგილზე შსს-ს შესაბამისი დანაყოფებია მობილიზებული.

“შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულია რუსთავი 2- ის შენობასთან. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია“, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თეა პერტაია.

უკვე აღდგენილია არხის მაუწყებლობაც. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა.

იმედინიუსი