სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვესუკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გამოსცა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

– უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალები მიხეილ სააკაშვილზე დამუშავებულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გადაგზავნილია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული მოქალაქეობის საკითხის კომისიის განხილვაზე და განხილული იყო კომისიის სხდომაზე. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე, – ნათქვამია განცხადებაში.
საიმიგრაციო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები ჩამოთვლილია უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-9 მუხლში. კერძოდ, მოტყუების შედეგად, განზრახ ყალბი ინფორმაციის მიწოდების საშუალებით.

ინტერპრესნიუსი