ტილერსონი შესაძლოა გადადგეს

ტილერსონი შესაძლოა გადადგესამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოების გამო, შესაძლოა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტილერსონს სერიოზული უთანხმოება აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანთან დიალოგი და ადმინისტრაციაში საკადრო საკითხები. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა   უკმაყოფილება გამოთქვა და არაპროფესიონალური უწოდა პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ჯეფ სეშენეთან დაკავშირებით.

რექს ტილეროსნმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტი ტრამპის  ინაუგურუაციიდან რამდენიმე დღეში დაიკავა.

იმედინიუსი