უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა

უკრაინის სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცაუკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა განაცხადა.
2017 წლის 14 ივლისს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საუბარია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
– იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა, – აღნიშნავს ლარისა სარგანი.
როგორც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, მისი ეჭვმიტანილად გამოცხადება გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შურისძიებაა.
ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006 წლიდან 2012 წლამდე იყო.

ინტერპრესნიუსი