ჩიორა თაქთაქიშვილი: „წულუკიანის მარცხი – ევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნა“

ჩიორა თაქთაქიშვილი: „წულუკიანის მარცხი -  ევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნა“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის ექსპერტ-მრჩევლებმა კრიტერიუმებთან შესაბამისად ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მიიჩნიეს.

სოფო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძესთან დაკავშირებით კი გაკეთდა შეფასება, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და პროფესიული გამოცდილების ხანგრძილივობა არის ხანმოკლე.

აღნიშნულ ფაქტსი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით სტრასბურგის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შერჩეული სამ კანდიდატიანი სია არის დაწუნებული, რადგან მათგან 2-ის კვალიფიკაცია არ შეესაბემა სტრასბურგის მოთხოვნებს:

– კიდევ ერთი დაწუნებული სია და წულუკიანის კიდევ ერთი მარცხი სტრასბურგში!

დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ლადო ჭანტურიაა სტრასბურგის მოსამართლეობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შერჩეული სამ კანდიდატიანი სია არის დაწუნებული, რადგან მათგან 2-ის კვალიფიკაცია არ შეესაბემა სტრასბურგის მოთხოვნებს.

საქართველოდან წარდგენილი სია რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა, რომ წარდგენილი სამივე კანდიდატის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რეპუტაცია შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს სტანდარტებს.

შესაბამისად, მთავრობას მოუწევს თავიდან შეარჩიოს მოსამართლეობის კანდიდატები. ეს უკვე მე-3 სიაა, რომელსაც სტრასბურგი უკან აბრუნებს.

უსინდისო ტყუილია მოსამართლეთა შესარჩევნი ექსპერტთა პანელის გადაწყვეტილების ისე წარმოჩენა, რაც წულუკიანმა იკადრა.

დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი კანდიდატების სია კიდევ ერთხელ დაწუნებულია ექსპერტთა პანელის მიერ.- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუკზე.