NDI: საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ცუდია

NDI: საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ცუდიაეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა.

კვლევის შედეგების თანახმად გამოკითხულთა 16 % თვლის რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა ძალიან კარგია. 28% -ის აზრით ამ მხრივ მდგომარეობა ნეიტრალურია, 35%-ს მიჩნია, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია. 13% ცუდად, ხოლო 8% ძალიან ცუდად.

არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხულთა 11% თვლის რომ მდგომარეობა ძალიან ცუდია, 17%-ს მიაჩნია რომ ნაწილობრივ ცუდია, 25% თვლის, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, 29% აზრით, ამ მიმართულებით მდგომარეობა არც ცუდია და არც კარგი, ხოლო 10% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან კარგია.

ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობას გამოკითხულთა 10% ძალიან ცუდად აფასებს, 22% ნაწილობრივ ცუდად, 28% – არც ცუდია და არც კარგი, 29% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, ხოლო 7%-ის მოსაზრებით მდგომარეობა ძალიან კარგად არის.

11% კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ძალიან ცუდად აფასებს, 20 %- ნაწილობრივ ცუდად, 31%-ს მიაჩნია , რომ მდგომარეობა არის არც ცუდად და არც კარგად, 26% ნაწილობრივ კარგად, ხოლო 6% ძალიან კარგად.

მოქალაქეების საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობას მხრივ მდგომარეობას, 9% ძალიან ცუდად აფასებს, 19% ნაწილობრივ ცუდად, 31%-ის აზრით მდგომარეობა არც კარგია და არც ცუდი. 24% თვლის, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, ხოლო 5% ძალიან კარგად.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას 9% ძალიან ცუდად აფასებს, 19% ნაწილობრივ ცუდად, 30% არც ცუდად და არც კარგად, 22% ნაწილობრივ კარგად, 6% ძალიან კარგად.

მთავრობის მიერ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქის აზრის გათვალისწინებას, 14% ძალიან ცუდად აფასებს, 22% ნაწილობრივ ცუდად, 32% არც ცუდად და არც კარგად, 21% ნაწილობრივ კარგად, ხოლო 3% ძალიან კარგად.

კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.