89 წლის ამერიკელი საკუთარი მოტოციკლეტის ეტლში დაასაფლავეს

ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის მცხოვრები საკუთარი მოტოციკლეტის ეტლში დაასაფლავეს.
89 წლის არტურ ვერნერ-უფროსი 25 ივნისს კიბოს დაავადებისგან გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მოძებნა მოტოენთუზიასტები, რომლებმას დამკრძალავი ბიურო გახსნეს. ისინი დათანხმდნენ მისი გეგმა განეხორციელებინათ. გარდაცვლილი მოტოკატაფალკით მიასვენეს სასაფლაოზე და ჰარლეი-დევიდსონის ეტლში დაასაფლავეს, რომლითაც ის 27 წლის მანძილზე დადიოდა. ბიუროს ერთ-ერთი მფლობელის თქმით, მისი გადაკეთება არ დასჭირვებიათ.
არტურ ვერნერ-უფროსი ბავშვობიდანვე მოტოციკლეტებზე იყო შეყვარებული. ჰარლეი-დევიდსონი მისი მშობლების უმთავრეს სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა. მან მთელი ცხოვრება გემთმშენებელ კომპანიაში შემდეღებლად იმუშავა, ხოლო პენსიაზე გასვლის შემდეგ მოტოციკლეტი იყიდა, რომელიც ამ კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად მოდელად ითვლება.
– ის ამ მოტოციკლეტისთვის ცოცხლობდა, – განაცხადა მისი შვილის მეუღლემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018