ბრიტანელმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სპინერი დაატრიალა

ბრიტანელმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სპინერი დაატრიალაბრიტანელმა გამომგონებელმა ტონი ფიშერმა უზარმაზარი სპინერი დაამზადა. სათამაშოს დიამეტრი 3,3 მეტრს შეადგენს, ხოლო წონა – 20 კილოგრამს. სხვა მხრივ ის არაფრით განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი ზომის სპინერებისგან.
თავად გამომგონებელმა იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აწია თავს ზევით და დაატრიალა სპინერი.
ფიშერის აზრით, მან მსოფლიოში ყველაზე დიდი სპინერი დაამზადა. ის აღიარებს, რომ ამ ტიტულის მოპოვების სხვა პრეტენდენტებიც არსებობს, თუმცა მათ კონკურენტებად არ თვლის.
– ზოგიერთი უბრალოდ შეღებილი მუყაოა და მეტი არაფერი, – წერს ფიშერი, – თუ ასეთი რამ მისაღებია, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქარის წისქვილსაც სპინერი დავარქვათ?
გამომგონებელს სჯერა, რომ მის ქმნილებას ოფიციალურ რეკორდად აღიარებენ.