ელიავას ბაზრობაზე ხანძარია – მას 17 სახანძრო აქრობს

ელიავას ბაზრობაზე ხანძარია - მას 17 სახანძრო აქრობსთბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობას უკიდია. ადგილზე 17 სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ხანძრის გამო წერეთლის ქუჩაზე დიდი დაკვამლიანება შეინიშნება.

როგორც ადგილიდან ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება, თავდაპირველად 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა, სავარაუდოდ ზარალი ძალიან დიდია. როგორც ,,ნიუპოსტს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 17 სახანძრო მანქანა მუშაობს და ისინი ცეცხლი ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებენ.