გააფთრებული ხარი კრიკეტის მოედანზე შეიჭრა

გააფთრებული ხარი კრიკეტის მოედანზე შეიჭრაბრიტანეთის ჩეშირის საგრაფოში მიმდინარე კრიკეტის მატჩის დროს მოედანზე გააფთრებული ხარი შეიჭრა, რაც მატჩის შეწყვეტის მიზეზი გახდა.
სპორტსმენებმა ცხოველი ჯერ კიდევ მანამდე შენიშნეს, სანამ ის მოედნამდე მიირბენდა, მაგრამ მანამდე არ მოუხდენიათ რეაგირება, სანამ ცხოველი ერთ-ერთი გუნდის კაპიტან ადამ ბენკს არ დაესხა თავს. მან გვერდით გახტომა მოასწრო. ცხოველი შეეცადა მიტრიალებოდა, მაგრამ ფეხები აუცურდა. ამის შემდეგ ხარი სხვა მოთამაშესა და მსაჯს გამოეკიდა, თუმცა კვლავ უშედეგოდ და მეზობლად მდებარე მინდვრისკენ გაიქცა, სადაც ის დაიჭირეს და პატრონს დაუბრუნეს.