ირმა ნადირაშვილი: „სპორტის სამინისტრო კალაძის კანტორაა“

ირმა ნადირაშვილი: „სპორტის სამინისტრო კალაძის კანტორაა““კახი კალაძის უკანა კანტორა” და “ზონდერების თავშესაფარი” – აუდიტის სამსახურის მიერ სპორტის სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებს ოპოზიციაში ასე აფასებენ.

„ევროპულ საქართველოს“ წევრის ირმა ნადრიაშვილის განცხადებით, უწყებისთვის გამოყოფილი თანხები, პოლიტიკური მიზნებით იხარჯება.
– ერთის მხრივ, თვითონ სპორტის მინისტრი არის ჩართული კორუფციულ, უკანონო გარიგებებში და მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ეს სამინისტრო გადაიქცა კახი კალაძის უკანა კანტორად, სადაც ადამიანებს, ვინც მონაწილეობას იღებს კორცხელის მსგავს მოვლენებში, მისცენ სამსახური და ბიუჯეტიდან გადაუხადონ დიდი ხელფასი. ძალიან სამწუხაროა, რომ ზონდერების თავშესაფარი გახდა სპორტის სამინისტრო, – აცხადებს ნადირაშვილი.
აუდიტორული შემოწმების შედეგად, ტარიელ ხეჩიკაშვილის უწყებაში დარღვევები ხელფასებისა და დანამატების გაცემის, ასევე საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივი გამოყენების კუთხით გამოვლინდა.