ISIS-მა ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა

ISIS-მა ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურაISIS-მა ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა. ერაყში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „ალ სუმარია” აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოკლე განცხადება გააკეთეს და „ახალი ხალიფას“ არჩევის შესახებ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შიდა დაპირისპირება დაიწყო და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მხარდამჭერების მასობრივი დაკავება მიმდინარეობს.
„ისლამური სახელმწიფო“ ლიდერის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. ივნისის შუა რიცხვებში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაზე მიტანილი ავიაიერიშის დროს მოკლეს.