მოზარდებმა ძარცვა დედის ოქროს კბილებისთვის ჩაიდინეს

მოზარდებმა ძარცვა დედის ოქროს კბილებისთვის ჩაიდინესამერიკის ფლორიდის შტატში მოზარდებს ბრალად ედებათ პორშე კაიმანისა და 200 ათასი დოლარის მოპარვა ნათესავებისთვის ოქროს კბილების, სამკაულებისა და მანქანის შესაძენად.
ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ საქმის გამოძიება ორი თვე მიმდინარეობდა. ამასთან ექვსივე ეჭვმიტანილი სხვა დანასაულის გამო უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში.
სენტ-ლუისის ოლქის შერიფის ინფორმაციით, 27 აპრილს 14-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებმა, რომლებიც ქალაქ ფორტ-ლოდერდეილის მაცხოვრებლები არიან, გაიტაცეს ავტომობილი ჰიუნდაი სანტა ფე და კუნძულ ჩრდილოეთ ჰატჩინსონზე გაემგზავრნენ, რომელიც დაახლოვებით ორი საათის სავალზე იმყოფება. იქ მათ გაძარცვეს ბრეტ ბრაუნინგის სახლი, საიდანაც გამოიტანეს სეიფი, რომელშიც 200 ათას დოლარზე მეტი თანხა ინახებოდა, ორი პისტოლეტი და ასევე გაიტაცეს 2014 წლის გამოშვება პორშე კაიმანი.

მამაკაცმა, როდესაც სახლში დაბრუნდა და ნახა, რომ გაძარცვული იყო, პოლიცია გამოიძახა.
დამნაშავეების დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, როდესაც პორშე კაიმანი იპოვნეს, მასში ერთ-ერთი მძარცველის საბუთები აღმოაჩინეს.
დაკითხვის დროს მოზარდებმა აღიარეს, რომ მოპარული ფული ნათესავებისთვის საჩუქრების შეძენაში დახარჯეს. ერთ-ერთმა მათგანმა დედისთვის ოქროს კბილების საფასური (11 ათასი დოლარი) გადაიხადა, ასევე უყიდა ოქროს ჯაჭვი (10 ათასი დოლარი), სამაჯური (3,5 ათასი დოლარი) და ავტომობილი დოჯი ჩელენჯერი (80 ათასი დოლარი), ხოლო ძმისთვის მერსედეს ც300 (25 ათასი დოლარი) შეიძინა. მისმა რამდენიმე თანამზრახველმა თავიანთ დედებს ასევე უყიდეს სხვადასხვა სამკაულები და მანქანები. ერთ-ერთმა კი განაცხადა, რომ მას მისი წილი თანხა მოპარეს.
ამჟამად დამნაშავე მოზარდები სინტ-ლუისის ოლქის ციხეში იმყოფებიან.