NDI: კალაძე – 30%, ელისაშვილი – 19%, უდუმაშვილი – 18%

NDI: კალაძე - 30%, ელისაშვილი - 19%, უდუმაშვილი - 18%ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. შეკითხვაზე “ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 30% “ქართული ოცნების” კახა კალაძეს უჭერს მხარს, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ხოლო 18% – “ნაციონალური მოძრაობის” ზაალ უდუმაშვილს.

“ევროპული საქართველოს” ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს 3%-3% ერგოთ.

შეკითხვაზე “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს” გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”. ოცნება მეორე არჩევანის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ნაციონალური მოძრაობა” დგას. ნაციონალები მეორე არჩევანის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

იმედინიუსი