ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებსმსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს, რადგან მას იდაყვის საკმაოდ სერიოზული ტრავმა აწუხებს. როგორც აღმოჩნდა ნოვაკს ადრეც აწუხებდა იდაყვი, მაგრამ ის მაინც თამაშობდა ტურნირებზე.

ამჯერად მდგომარეობა უფრო სერიოზულია და ჯოკოვიჩს მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს. ამერიკის ღია პირველობა კი აგვისტოს ბოლოს აიღებს სტარტს, ამიტომ დიდი შანსია იმის, რომ სერბი ჩოგბურთელი ამ ტურნირზე არ ითამაშებს.

თვითონ ნოვაკი ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ამიტომ ზუსტად არ არის ცნობილი როდის დაბრუნდება ის კორტებზე.