უოლტ დისნეიში დონალდ ტრამპის მოლაპარაკე ფიგურა დაიდგმება

უოლტ დისნეიში დონალდ ტრამპის მოლაპარაკე ფიგურა დაიდგმებაგასართობ პარკში, უოლტ დისნეი უორლდში, რომელიც ამერიკის ფლორიდის შტატში მდებარეობს, დაიდგმება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მექანიკური მოლაპარაკე ფიგურა. დისნეი პარკის დირექტორმა ტომას სმიტმა ამის თაობაზე კომპანიის ოფიციალურ ბლოგში გამოაცხადა.
რობოტი აშშ-ს სხვა პრეზიდენტების ფიგურებს “პრეზიდენტების დარბაზში” შეუერთდება. ტრამპი პირადად ჩაწერს სიტყვას, რომელსაც შემდეგ მანქანა წარმოსთქვამს.
– ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამჟამინდელ თეთრ სახლთან, ისევე როგორც ვთანამშრომლობდით ადრინდელ ადმინისტრაციებთან, – დაწერა სმიტმა. საკუტარი მექანიკური ორეულები ასევე გახმოვანებული ჰყავთ ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ-უმცროსს და ბარაკ ობამას.
“პრეზიდენტების დარბაზი” 1971 წელს გაიხსნა. მასში განთავსებულია აშშ-ს ყველა პრეზიდენტის დაწყებული ჯორჯ ვაშინგტონიდან დამთავრებული რიჩარდ ნიქსონით, მექანიკური ფიგურები. სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, ექსპოზიციას ახალი ექსპონატი ემატება. ამჟამად რეკონსტრუქციის გამო ატრაკციონი დაკეტილია. სავარაუდოდ, ის მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაიხსნება.