ზაალ უდუმაშვილი: ,,წლების წინ ვფიქრობდი პოლიტიკაში წასვლაზე“ 

ზაალ უდუმაშვილი: ,,წლების წინ ვფიქრობდი პოლიტიკაში წასვლაზე“  პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ ,,რეაქციაში“.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ მას მერის კანდიდატობაზე შეთავაზება ენმ-ს პოლიტსაბჭოსგან ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილთან მის ჩასვლას, უდუმაშვილის განმარტებით, ის არის პარტიის დამფუძნებელი, რომლიც მოსაზრებების თავისთავად მნიშვნელოვანი იყო.,,კონსულტაციები დაიწყო თბილისში, მე სანამ კიევში ჩავიდოდი. ეს დაიწყო პოლიტსაბჭოს ლიდერებისგან. იყო შემოთავაზე, რომ ვყოფილიყავი თბილისის მერობის კანდადატი და სიმართლე, რომ ვთქვა მე ამ ბოლო ერთ თვეში არ მიმიღია გადაწყვეყილება პოლიტიკაში წასვლის.

წლების წინ მე ვფირობდი უკვე პოლიტიკაზე, რომ ჩემი მომავალი დამეკავშირებინა საბოლოოდ პოლიტიკისთვის. აქ გავიარე კონსულტაციები და შემდეგ ჩავედი კიევში, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ უბრალოდ აზრები გავცვალეთ იქ. ბუნებრივია, ის არის პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი და ბუნებრივია ჩემთვის მისი მოსაზრება მნიშვნელოვანია, რას ფიქრობდა თვითონ. ამ ყველაფერზე შემდეგ ჩამოვედი თბილისში და ორი თუ სამი კვირის მერე გაგრძელდა კონსულტაციები.

ჩემი პოლიტიკაში წასვლა იყო ინტერესთა თანხვედრა, მე ვგეგმავდი პოლიტიკაში წასვლას და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ჩემთან წინადადება და აქ მოხდა ჩვენი თანხვედრა. მე სრულიად სერიოზულად მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პოლიტიკაში როცა მიდიხარ, შენ გჭირდება სერიოზული პოლიტიკური პლატფორმა, ვისაც უნდა დაეყრდო. დღესდღეისობით ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი მრავალრიცხოვანი ძლიერი პარტია, რომელსაც რეალურად შეუძლია საქმის კეთება და ამის გამოცდილებაც აქვს – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.