ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებენ. მუშები ხელფასების 50 %-ით მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ დღიური ანაზღაურება 14-დან 19 ლარამდე აქვთ და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამუშაოები გააჩერეს, მაგრამ უშედეგოდ. ლანჩხუთში, კომპანია “სინოჰინდროსთან” 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული. დამსაქმებელი ჩინური კომპანიაა. შეკრებილები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.