არც ერთი გრამი ზედმეტი: ქსენია სობჩაკის დიეტა

ქსენია სობჩაკს ყოველთვის მოხდენილი სხეული ჰქონდა. მშობიარობის შემდეგ მან ბლოგიც კი დაწერა, თუ რა აუცილებელია ზედმეტი კილოგრამების მოშორება და ფორმაში ყოფნა. ქსენია ერთ-ერთი რუსი ვარსკვლავია, რომელიც ახერხებს სტაბილური წონის შენარჩუნებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღირს, მისი კვების პრინციპს კარგად გავეცნოთ.
სობჩაკი დარწმუნებულია, რომ ზედმეტწონიანი ადამიანი “სიზარმაცის ძეგლია”.
მიკრობიოტიკური დიეტის მთავარი პრინციპები:

1. რაციონი ძირითადად ბოსტნეულისგან და ბურღულეულისგან შედგება: ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, ოსპი.
2. ულუფები უნდა იყოს მცირე. მაგალითად, სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ ცოტაოდენი ბრინჯი, მწვანე სალათი, ცოტა ბოსტნეული, რომელიც ორთქლზე იქნება მომზადებული.
3. იდეალური ვარიანტი საუზმისთვის: შვრიის ფაფა ხილით, ახლად გამოწურული წვენი ან სმუზი.
4. დაშვებულია ბოსტნეულის სუპები და ბოსტნეული გრილზე.
5. მნიშვნელოვანი ელემენტები: ზღვის მცენარეები (ზღვის კომბოსტო), სუპები, მჟავეული და შავი ჩაი.
6. უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცხიმიანი, ცხარე და სხვა მძიმე პროდუქტი.
marao.ge

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018