ბიგ-ბენი დღეიდან 4 წლით დადუმდება

ვესტმინსტერის სასახლის კოშკის საათი, რომელიც ბიგ-ბენის სახელითაა ცნობილი, 21 აგვისტოდან სარესტავრაციო სამუშაოების დაწყების გამო დადუმდება.

სამუშაოები 4 წელი გაგრძელდება.
ჩაქუჩები, რომლებიც ბოლო 157 წლის მანძილზე ყოველ ერთ საათში თითქმის 14 ტონიან ზარს ურტყამდნენ, საათიდან ჩაიხსნება. მისი დაკვრის მოსმენა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების დროს იქნება შესაძლებელი, მაგალითად, ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნისას.
96 მეტრი სიმაღლის ელისაბედის კოშკი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ფოტოგრაფირებადი ნაგებობაა და ის უკვე სანახევროდ ხარაჩოებითაა დაფარული, შესაკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბიგ-ბენის ციფერბლატების გარეცხვა და გაწმენდა. ერთდროულად დახურული იქნება სამი, ხოლო მეოთხე საათი იმუშავებს. მის ფუნქციონირებას ელექტროძრავები უზრუნველყოფენ, ხოლო სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ისევ ორიგინალური საათის მექანიზმით იმუშავებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018