დედამიწას ყველაზე დიდი ასტეროიდი, ფლორენსი, უახლოვდება

დედამიწას, NASA-ს მიერ სისტემატური დაკვირვებების დროიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუფრენს, რომელიც პლანეტისკენ დაახლოებითი 1980-იანი წლებიდან მოემართება. ამის შესახებ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზე წერენ.

ობიექტი (3122) ფლორენსი, დედამიწისგან მინიმალური დაშორებაზე (7 მილიონი კილომეტრი/18 დაშორება დედამიწასა და მთვარეს შორის) 2017 წლის 1 სექტემბერს აღმოჩნდება. ასტეროიდის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს.

“სხვა ცნობილ ასტეროიდებს კიდევ უფრო ახლოს ჩაუფრენიათ დედამიწასთან, მაგრამ ფლორენსი მათ შორის ყველაზე დიდია”, – აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი პოლ ჰოდასი.

(3122) ფლორენსი დედამიწისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. 2017 წელს, მასზე დაკვირვება ტელესკოპებიდან აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისშია შესაძლებელი თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინის თანავარსკვლავედებში.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018