დღეს მთვარის დაბნელებაა – ასტროლოგის პროგნოზი და რჩევები მოსახლეობას

2017 წლის 7 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა, რომელიც თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდება და 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება.

ასტროლოგები, როგორც ყოველთვის გვაფრთხილებენ, მათი რჩევების თანახმად, ჩვენი წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გავატარებთ ამ დღეს.

რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი:

7 რიცხვი ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ის სავსემთვარეობასა და ამასთან, მთვარის დაბნელებას უკავშირდება. ჩვენთან სავსემთვარეობა თბილისის დროით 22:12 საათზე, ხოლო მთვარის დაბნელება — 22:22 საათზე იქნება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ანუ, დაბნელება — ის პერიოდია, როდესაც ადამიანს განსაკუთრებით უმწვავდება პრობლემები და ძველი, ასევე ქრონიკული დაავადებები. განწყობის მკვეთრი ცვლილებების გამო ადამიანს ძალზე კონფლიქტური ვითარების შექმნა შეუძლია.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, უყურადღებობას ტრავმებისა და ავარიების გამოწვევა შეუძლია. ასეთი დღე ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა გავატაროთ.

შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სახის კატაკლიზმები, მათ შორის ტერორისტული აქტების სახით. ამიტომ, გაფრთხილდით!

ამ დღეს არაფერი ახალი არ დაიწყოთ! გარდა ამისა. ეცადეთ, პოზიტიურ ტონუსში იყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რადგან როდესაც მთვარის დაბნელება ახლოვდება, ჩვეულებრივ, ადამიანს რაღაც მელანქოლიური განწყობა, დეპრესიული მდგომარეობა ეწყება.

ვიცით, რომ კოსმოსი ბუმერანგის პრინციპით მუშაობს — რასაც ვაგზავნით კოსმოსურ სამყაროში, იგივე გვიბრუნდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ მოწყენილი და ცუდ ხასიათზე, არამედ პირიქით, მაქსიმალურად დადებითი განწყობა გვქონდეს, მაქსიმალურად გვქონდეს ურთიერთობა სასიამოვნო ადამიანებთან, ბუნებასთან, ხელოვნებასთან, სილამაზესთან.

ანუ, ამ დღეს კოსმოსში გაშვებული პოზიტიური ენერგია აუცილებლად დაგვიბრუნდება პოზიტიური სახით. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია — ცხვირპირი არ ჩამოგვტიროდეს, შევეცადოთ, ეს დღე სერიოზული შეცდომების გარეშე და მელანქოლიურ-დეპრესიული ტენდენციების გარეშე განვვლოთ.

ასევე, ამ კვირაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი. პლანეტა მერკური — გონებისა და ინტელექტის პლანეტა — კვირას, 13 აგვისტოს, რეტროგრადული ხდება, რაც ნიშნავს, რომ ის უკან მოძრაობას იწყებს. ეს მიუთითებს, რომ რადგან პლანეტა უკუსვლას შეუდგა, ის ყველასგან ძველ, შესაძლოა, განუხორციელებელ, შეჩერებულ, არასწორად განვითარებულ იდეებთან, ძველ პროექტებთან დაბრუნებას მოითხოვს.

აქ უნდა დავუბრუნდეთ რაღაც ძველს — ძველ ურთიერთობებს, ძველ იდეებს, პროექტებს და ხელახლა გავიაზროთ ისინი, ყველაფერი ახლებურად დავიწყოთ. ამას მოითხოვს რეტროგრადული მერკური. თუმცა, მას, რა თქმა უნდა, ნეგატიური ტენდენციაც აქვს. ეს უკავშირდება იმას, რომ როდესაც მერკური რეტროგრადული ხდება, ამ დროს საავტომობილო ტრასებზე საცობები და ჭედვა მკვეთრად იზრდება.

მერკურის რეტროგრადულობა 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ!

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018