თვითმფრინავის ბორტგამცილებელმა მგზავრებთან სექსით 1 მილიონი დოლარი იშოვა

ბორტგამცილებელმა ქალმა, მგზავრებთან სექსუალური ურთიერთობით 1 მლნ დოლარი გამოიმუშავა. როგორც უცხოური მედია წერს, ბორტგამცილებელი 2 წლის განმავლობაში მგზავრებს თვითმფრინავის საპირფარეშოში ემსახურებოდა.

ბორტგამცილებლის საქმიანობა შემთხვევით გამომჟღავნდა. მას ფაქტზე წაასწრეს. ირკვევა, რომ ბორტგამცილებელი ერთ-ერთი აღმოსავლურ ავიაგადამზიდავში მუშაობდა. როგორც არაბული Sada წერს, ქალი აღიარებს, რომ სექსი ჰქონდა ძალიან ბევრ მგზავრთან. მისი თქმით, ამ მიზნით მას ერჩივნა, რომ ეფრინა შორ დისტანციებზე არაბული ქვეყნებიდან აშშ-მდე. ქალი ერთ ფრენაზე საშუალოდ 1.500 სტერლინგ გასამრჯელოს იღებდა.

წყარო არ ასახელებს ავიაკომპანიას, თუმცა მათი ინფორმაციით, ბორტგამცილებელი უკვე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჯი ეიჩ ენი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018