ნოემბერში 15-დღიანი დაბნელება არ იქნება – რას ამბობს ნასას ყოფილი მეცნიერი

ფორბსი ამერიკელი მეცნიერის, ნასას ყოფილი თანამშრომლის მარშალ შეფერდის ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც მეცნიერი კატეგორიულად უარყოფს, რომ ნასა ნოემბერში 15-დღიან სრულ დაბნელებას ელოდება დედამიწაზე.
“არა, ნასა რ პროგნოზირებს 15-დღიან სრულ დაბნელებას ნოემბერში“,- ამ სათაურით გამოქვეყნდა ბლოგი გავლენიანი გამოცემის ვებგვერდზე.
მეცნიერი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2015 წელს საიტ Newswatch33-დან გავრცელდა. სტატია გამოქვეყნდა სათაურით, “ნასა ადასტურებს, რომ დედამიწაზე 15 დღიანი სრული დაბნელება 2015 წლის ნოემბერში იქნება”.
სტატიაში საუბარი იყო, რომ თითქოს ნასას ადმინისტრატორმა ჩარლზ ბოლდენმა 1000-გვერდიანი ანგარიში მოამზადა, სადაც დაბნელების მიზეზად ასტრონომიული ვენერასა და იუპიტერის გადაადგილებები სახელდებოდა.
– არც კი დავხარჯავ დროს ახსნაში, რადგანაც ეს ყალბი ინფორმაციაა. ასეთი ანგარიში არასოდეს მომზადებულა. მე ვარ ნასას ყოფილი მეცნიერი და ძალიან კარგად ვიცნობ ჩარლზ ბოლდენს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ყოფლი ასტრონავტია,- აცხადებს მეცნიერი და აღნიშნავს, რომ ნასას ტექნიკით დაბნელების წინასწარმეტყველება საკმაოდ იოლია.
მისი თქმით, 2015 წელს გავრცელებული მასალა წლიდან წლამდე აქტიურდება და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა.
ბიზნესმედია

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018