შვეიცარიის სასტუმრომ ებრაელ კლიენტებს აუზში ჩასვლამდე ტანის დაბანა მოსთხოვა

შვეიცარიის სასტუმრო Paradies Arosa სკანდალში გაეხვია. მათ სასტუმროს კედელზე გააკრეს მოთხოვნა, სადაც ებრაელ ვიზიტორებს აუზში ჩასვლამდე და ამოსვლის შემდეგ, ტანის დაბანას სთხოვენ.

View image on Twitter
“ებრაელ სტუმრებს…გთხოვთ მიიღოთ აბაზანა ცურვის წინ და შემდეგაც. თუ ამ წესს დაარღვევთ, თქვენ აგეკრძალებათ აუზის გამოყენება”, – წერია განცხადებაში. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ჰოტოველმა სასტუმროს ხელმძღანელობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. სამართალდამცველები ბოიკოტს აცხადებენ. მათი თქმით ეს ანტისემიტიზმის “ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოვლინება იყო”.

BBC-ის ცნობით, სასტუმრომ უკვე მოიხადა ბოდიში და განცხადება ჩამოხსნა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018