ხუნზები – ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან

”ხუნზას ქვეყანაში” სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90-დან 110 წლამდეა. ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე დაბლობს ”ახალგაზრდობის ოაზისს” უწოდებენ.

ხუნზელები თითქმის არასოდეს ავადმყოფობენ. რ. ბირხერმა წიგნიც კი დაწერა ”ხუნზები – ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან”.

ხუნზების დღეგრძელობას მათი საკვებით და ცხოვრების წესით ხსნიან. ისინი 15-გრადუსიანი ყინვის დროსაც კი ცივ წყალში ბანაობენ, 100 წლის ადამიანები მოძრავი თამაშებით ერთობიან, 65 წლის ქალებიც კი აჩენენ ბავშვებს. ზაფხულში ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ზამთარში – ჩირს, ცხვრის ყველს. გაზაფხულზე, როცა ხილი ჯერაც არაა შემოსული, თითქმის არ იკვებებიან და დღეში ერთხელ გარგარის წვენს სვამენ.

ვეგეტარიანული კვება, ნატურალური ნედლი პროდუქტების სიმრავლე, პერიოდული შიმშილობები. კვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც.

ხუნზებს არ ეზარებათ შრომა – 100 კილომეტრის ფეხით გავლა სეირნობად მიაჩნიათ. ხალისიანები არიან, სულ იცინიან, არასოდეს ბრაზობენ, არ წუწუნებენ და ნერვიულობენ, არც ერთმანეთში კინკლაობენ და მშვიდად იტანენ ტკივილს, ხმაურს, უსიამოვნებებს.

ხუნზები ბურიშახსის ენაზე ლაპარაკობენ. ბევრმა იცის ინგლისურიც. ისლამის მიმდევრები არიან, ოღონდ მათ არა აქვთ ლოცვის  ჩვეული მოწოდებები. ღვთისადმი მიმართვა თითოეულის პირადი საქმეა.

1984 წელს საიდ აბდულ მობუდმა შოკში ჩააგდო ლონდონის აეროპორტის თანამშრომლები – წარუდგინა პასპორტი, რომელშიც ეწერა, რომ ის 1823 წელს დაიბადა, ანუ 160 წლის იყო. მისმა თანმხლებმა აუხსნა გაოცებულ ადამიანებს, რომ ის ყველაზე ასაკოვანი ხუნზელია.

etaloni.ge

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018