ავარია თურქეთში – ტურისტული ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

ავარია თურქეთში - ტურისტული ავტობუსი სატვირთოს შეეჯახათურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. „როიტერსის“ ცნობით, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ავტობუსში პოლონელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც გიდის თანაშემწე იყო.
ავარიის სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინტერპრესნიუსი