ამერიკის თავდაცვის მინისტრი მეტისი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის თავდაცვის მინისტრი მეტისი უკრაინაში ჩავიდააშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მთავარი სტუმარი იქნება.

ბორისპოლის აეროპორტში პენტაგონის შეფს ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს მეტისი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან და თავის უკრაინელ კოლეგა სტეპან პოლტარაკთან გამართავს.

ბოლო 10 წლის მანძილზე აშშ–ის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ყოფნის დროს, ივნისში შეთანხმდა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან.

მანამდე ჯეიმს მეტისი თავის თურქ კოლეგას ანკარაში შეხვდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემები თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგარების С-400 შეძენა, სირიის კონფლიქტი და ქურთების მშრომელთა პარტია იქნებოდა.

პირველი