ანი გიუნტერი ავარიაში მოჰყვა – ”გონს მოსულმა პირველად სელფი გადავიღე”

ანი გიუნტერი ავარიაში მოჰყვა - ”გონს მოსულმა პირველად სელფი გადავიღე”ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანი ანი გიუნტერი მეგობართან, ვიკა კალანდიასთან ერთად ავარიაში მოჰყვა.
ტელეწამყვანი თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდა. შემთხვევა შეკვეთილთან მოხდა. ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და ფოტოები ანი გიუნტერმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:
– სერიიდან ჩვენ ხომ ყველაფერში გვიმართლებს… როგორ შეიძლება ისე ჩაგიაროს მანქანამ, სარკე დაამსხვრიოს, სახეზე მოგხვდეს ასე ლამაზად და დეკოლტეზე მოგეფინოს?!

ავარიის დეტალებზე ანი გიუნტერს AMBEBI.GE ესაუბრა.

– მეგობრებთან ერთად, ბათუმში მივდიოდი, საჭესთან ჩვენი მეგობარი, გამოცდილი მძღოლი ლიზა ერქომაიშვილი იჯდა, შეკვეთილთან დავინახე, ჩვენს ზოლში, საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, დაგვეჯახა და სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით.
დარტყმამ მანქანის მინები სულ ჩაამსხვრია და ყველას დაზიანებები გვაქვს – მე სახეზე და დეკოლტეს მიდამოებში, ჩემს ერთ მეგობარს ხელზე და ა.შ. სწრაფად არ ვმოძრაობდით და ამან გადაგვარჩინა. როცა მივხვდი, გვეჯახებოდა, თვალები დავხუჭე და ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით. გონს მოსულმა პირველი რაც გავაკეთე, სელფი გადავიღე.

– საავადმყოფოში ხართ?
– ახლა მიმყავს ჩემი მეგობრები საავადმყოფოში. მითხრეს, კიდევ კარგი მაღალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკოლტეს ნაცვლად სახე დაგიზიანდებოდაო.
– ნასვამი იყო მძღოლი?

– არ ვიცი. ბევრი ადამიანი არღვევს მოძრაობის წესებს და სწრაფად ატარებს ავტომობილს, მათ შორის ეს ბიჭიც, რომელიც გაოგნებული გვიყურებდა ავარიის შემდეგ. საბედნიეროდ, გადავრჩით.