აშშ-ში ქართველი მხატვარი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა – მეგობრებმა ის სახლში იპოვეს

აშშ-ში ქართველი მხატვარი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა - მეგობრებმა ის სახლში იპოვესამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი, 42 წლის გიორგი ცინცაძე ამერიკაში გარდაიცვალა. ხელოვანს მშობლიურ ქალაქში, რუსთავში ხვალ გადაასვენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

ხელოვანი მეგობრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

გიორგი ცინცაძე ამერიკაში 2008 წელს „მწვანე ბარათის“ საშუალებით გაემგზავრა. მხატვრის კარიერას უცხოეთში საკმაოდ წარმატებულად მიიჩნევდნენ. ცინცაძე ბოლო პერიოდში აქტიურად მართავდა გამოფენებს.

პირველი