ბაია გადაბაძე: საქართველოში ეს რომ მომხდარიყო, ალბათ პრემიერის გადადგომას მოვითხოვდით

ბაია გადაბაძე: საქართველოში ეს რომ მომხდარიყო, ალბათ პრემიერის გადადგომას მოვითხოვდით” ყველამ თავის მამიდას მოურასო, წერა ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი”, – გთავაზობთ ჟურნალისტ ბაია გადაბაძის facebook-პოსტს:

– ორი დღეა ლანძღვა-გინებას ვკითხულობ ამ ხანძრის გამო, მესმის ყველა ნერვიულობს და განიცდის, მაგრამ, მარტო ლანძღაში რომ ვართ მაგრები და რომ გგვგონია ჩვენ ვართ უუნაროები და იქ სადღაც (თუნდაც ევროპაში) არიან უნარიანები. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ 2 დღის წინ ჩემს ტაივანელ მეგობარს გული წაუვიდა ქუჩაში და დავარდა. თავი ისე დაარტყა გვეგონა არ გადარჩებოდა.

რა თქმა უნდა იმ წამსვე სასწრაფოში დარეკა დაცვამ და აბა, რამდენ ხანში მოვიდა სასწრაფო? 2 საათნახევარში და ეს თურმე ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა ესპანეთში, არავის გაუკვირდა რამდენიმე ადამიანის გარდა… მაინტერესებს საქართველოში ეს რომ მომხდარიყო რას ვიზამდით? ალბათ პრემიერის გადადგომას მოვითხოვდით. ამიტომ ყველამ თავის მამიდას მოურასო, წერა ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი, – წერს ბაია გადაბაძე.